15:31 | 2021-04-08 ავტორი: Prime Time

„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით თამარ გაბუნიამ ახალი ინფორმაცია გაავრცელა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით თამარ გაბუნიამ ახალი ინფორმაცია გაავრცელა

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

„ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას  55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ  ნებისმიერი სხვა ჯგუფი.

 

ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდება გაგრძელდება, რადგან საკმაოდ ფართოა 55 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი. ის დოზა, რომელიც გვაქვს, საკმაოდ მცირეა.

 

ხანდაზმულებში საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს „ასტრაზენეკას“, მისი მოწოდება გაგრძელდება ჩვეულებრივად“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ავტორი: Prime Time

X