
5 აპრილს, გულის უკმარისობით, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ნუნუ ჟორდანია, მერაბ და ხათუნა ჟორდანიების დედა. როგორც ზურა ხაჩიძემ თქვა, ის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა კლინიკაში.
საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ ხათუნა ჟორდანიას და მის ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„ქალბატონ ხათუნა ჟორდანიას, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა დედის, ნუნუ ჟორდანიას გარდაცვალების გამო. იგი ჩვენი ძველი მრევლი იყო, ყველასთვის საყვარელი და გულმოდგინებით გამორჩეული.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს უფალმა მისი უკვდავი სული და თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა“,- ნათქვამია პატრიარქის წერილში.






















