20:44 | 2021-04-09 ავტორი: Prime Time

„პანდემიამ გვიჩვენა ერთი უცნაური ფაქტი“ – რა დაავადებები გააქრო კორონავირუსის პანდემიამ

„პანდემიამ გვიჩვენა ერთი უცნაური ფაქტი“ – რა დაავადებები გააქრო კორონავირუსის პანდემიამ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის საწინააღდეგო შეზღუდვებმა მსოფლიოსა და საქართველოში გრიპის ვირუსი გააქრო.

 

„პანდემიამ გვიჩვენა ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც სრულიად მოულოდნელი იყო. პრაქტიკულად მსოფლიოში და არამარტო საქართველოში, ნიღბებით, სკოლების და ბაღების ჩაკეტვით გავაქრეთ გრიპი, რესპირაციული ინფექციები.

 

10 დღის წინ დამთავრდა საქართველოში გრიპის სეზონი. ნოემბერ-მარტის პერიოდში გვაქვს სეზონი ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

 

საქართველოში გრიპის ორად ორი შემთხვევა დაფიქსირდა 5 თვის განმავლობაში. მანამდე კვირაში იყო 15-20 შემთხვევა. გრიპი და მძიმე რესპირაციული ინფექციები პრაქტიკულად შესაძლებელია, რომ კონტროლს დაექვემდებაროს.

 

ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მაჩვენებელი გრიპის ვაქცინაციის და ბევრი მშობელი თამამად იყენებს ვაქცინას და ყოველწლიურად ამ მშობლების რაოდენობა მატულობს“, – განაცხადა ჩხაიძემ “პალიტრანიუსის” ეთრში.

ავტორი: Prime Time

X