20:50 | 2020-03-26 ავტორი: თამთა თორდია

მოდური დაავადება შემეყარა – მწერალი აკუნინ ჩხარტიშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოდური დაავადება შემეყარა – მწერალი აკუნინ ჩხარტიშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბორის აკუნინის ფსევდონიმით ცნობილი მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ ის მის ოფიციალურ facebook გვერდზე წერს:

 

„მივატოვე ფეისბუქი, რადგან მოდური დაავადება შემეყარა. ცოტათი მოვძლიერდები – აუცილებლად გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. (სპოილერი: კორონავირუსის მიმართ შიში უფრო ძლიერია, ვიდრე თავად კორონავირუსი. საჭიროა სიფრთხილე და არა პანიკა)“, – წერს ქართული წარმოშობის მწერალი.

 

„Я забросил фб, потому что валяюсь с модной болезнью. Малость окрепну – обязательно поделюсь впечатлениями.
(СПОЙЛЕР: страх перед коронавирусом гораздо страшнее самого коронавируса. Осторожным быть нужно, а паниковать незачем)“

 

ავტორი: თამთა თორდია

X