
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4-11 მაისს უქმე დღეების გამოცხადების მიზანი მობილობის შემცირებაა.
„გახსოვთ, უქმე დღეები, საყოველთაო არდადეგები შემოვიღეთ იანვრის დასაწყისში, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევრიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან წავიდა დამშვიდებისკენ, მაგრამ იანვრის დასაწყისში და იანვარშიც გვქონდა სერიოზული ინტენსივობა ინფექციის გავრცელების.
ეს არის ერთ-ერთი მეთოდი მობილობის დაგდების.ზოგადად, მობილობის დაგდება გახლავთ გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტი. ამიტომ სხვა გამაფრთხილებელ ღინისძიებასთან ერთად, ერთ-ერთი ასეთი წინადადება იყო, აღდგომის შემდეგ ყოფილიყო არდადეგები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.






















