
მესამე ტალღის დასაწყისზე ვდგავართ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ პიკურ სიტუაციამდე არ მისულა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განახადა.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სერიოზულ შემზღუდავ ღონისძიებებამდე არ მივიდეთ.
“აი, ჩვენ რა არ მოგვწონდა წინა პიკური სიტუაციების დროს. თითქმის მთელი საქართველო გრძნობდა, რომ იყო მაქსიმალურ ზღვარზე პანდემია და 4-5 000 შემთხვევა გვქონდა, არადა ვიცოდით, რომ 2-3-ჯერ მეტი გვქონდა ყოველდღიურად და სახელმწიფო მაინც გვეუბნებოდა, არ ინერვიულოთ 200 ადგილი მაქვს და 300 ადგილი მაქვს… ეს, მე ვფიქრობ არის შეცდომა. ჩვენ უნდა ვიყოთ თანამონაწილე საზოგადოებასთან ერთად. თუ არის დარჩენილი 20 ადგილი, 10 ადგილი ყველა რეფერირებად კლინიკაში, რომელიც მზად არის, რომ ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსოს კოვიდდადებითი პაციეტი ეს ყველაფერი უნდა იყოს გაცხადებული. იმიტომ, რომ ზღვარი სად გადის იმაზე თუ სად დააწესებს ესა თუ ის ქვეყანა შეზღუდვებს, გადის სწორედ იმაზე, რამდენად შეიძლება მოვლა ამ ადამიანების.
თუ ამოიწურა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ინფექციური საავადმყოფო, რესპუბლიკური და რეგიონული კლინიკები ივსება და ჩვენ ვიცით, ერთი ადამიანის დაყოვნება ორ კვირას გრძელდება… ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ზღუდავს და თანამონაწილე უნდა გახადო საზოგადოება. სხვანაირად უბრალოდ ვერ იმართება. სახელმწიფო ხომ ვერ მისცემს უფლებას, რომ სახლში დარჩეს მძიმე ავადმყოფი, ეს მაშინ ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. მე მინდა ვიცოდეთ რამდენი ადგილია, გვქონდეს ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში, რაც სამწუხაროდ არა გვაქვს ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას და არც სპეციალისტებს.
ამიტომ, მე ვფიქრობ, ჯერ ჯერობით ეს ზღვარი არ არის და ღმერთმა გვაშოროს აქეთკენ. კარგი რაც შეიძლება ითქვას, რომ ამ ვირუსს ახასიათებს სეზონურობა. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი ახლოა თბილ პერიოდთან ახლოს, როდესაც ადამიანები გარეთ უფრო მეტ დროს ატარებენ და ჩვენი კარები და ფანჯრები უფრო ღიაა და შესაბამისად, ბუნებრივი ვენტილაციის პირობებში ვართ. შესაბამისად ნაკლებად დამაიზანებელ პირობებში ვართ”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.






















