
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი პრინცი ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ SKYNEWS-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჯონსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ კოვიდ პანდემიის გამო, დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება.
„ბორის ჯონსონი დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება. მას სურს პრინც ფილიპს სამეფო ოჯახის ყველა წევრი დაემშვიდობოს, ამიტომ თავის კუთვნილ ადგილს მათ დაუთმობს“,- ნათქვამია დაუნინგ სტრიტის სპიკერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრინცი ფილიპი 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.























