21:47 | 2020-03-26 ავტორი: თამთა თორდია

საქართველოში კორონავირუსით მეთერთმეტე პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით მეთერთმეტე პაციენტი გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს.

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი კორონავირუსით დაავადებული სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კი კლინიკებიდან 11 პაციენტი გაეწერა.

ავტორი: თამთა თორდია

X