11:38 | 2021-04-11 ავტორი: Prime Time

ახმეტაში ხანძრის შედეგად მიცვალებული დაიწვა

ახმეტაში ხანძრის შედეგად მიცვალებული დაიწვა

ახმეტაში ერთ- ერთ ქუჩაზე საცხოვრებელი სახლს ცეცხლი გაუჩნდა, სადაც მეორე სართულზე მიცვალებული ესვენა.

 

ცხედარი, სასახლესთან ერთად ნაწილობრივ არის დამწვარი.

 

ვარაუდობენ, რომ ცეცხლი მიცვალებულთან ანთებული სანთლისგან გაჩნდა, რომელიც სახლის ნაწილს მოედო.

 

ხანძრის შედეგად სრულად დამწვარია საცხოვრებელი სახლის ნაწილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო- სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია მოახერხეს.

 

ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X