12:34 | 2021-04-11 ავტორი: Prime Time

კულუმბეგოვი: მერწმუნეთ, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია

კულუმბეგოვი: მერწმუნეთ, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია

მერწმუნეთ ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჩინეთის მიზანია აცრას მოსახლეობის 40% (520 მილიონი ადამიანი) ივნისის ბოლომდე და 64% (780 მილიონი ადამიანი) წლის ბოლომდე.

 

უფასო ქათმის ფრთები, უფასო კვერცხები, სუპერმარკეტების ვაუჩერები და ფულადი პრიზები – ეს არის სტიმული, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესი იყენებს, რათა დაარწმუნონ მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებაში“ – წერს ვოშინგტონ პოსტი 5 აპრილის სტატიაში.

 

მგონი დადგა დრო ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება გაერთიანდეს და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში მაინც გამოვიყენოთ.

 

მერწმუნეთ ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო  უსაფრთხოა ვაქცინაცია“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

 

 

რა მორალური უფლება გვაქვს მოვთხოვოთ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინაცია?! - ბიძინა კულუმბეგოვი
2021-04-05რა მორალური უფლება გვაქვს მოვთხოვოთ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინაცია?! - ბიძინა კულუმბეგოვი
ავტორი: Prime Time

X