14:01 | 2021-04-12 ავტორი: Prime Time

საგარეჯოში 18 წლის გოგო ქორწინებამდე გაუჩინარდა 

საგარეჯოში 18 წლის გოგო ქორწინებამდე გაუჩინარდა 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გაუჩინარდა 18 წლის გოგო, რომელიც 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დაინიშნა.

 

გოგონა, სახლიდან გუშინ გავიდა და მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა. მას შეტყობინებაში წასვლის მიზეზი არ განუმარტავს.

 

უახლოეს მომავალში ახალგაზრდებს ქორწილიც ჰქონდათ დაგეგმილი, ამიტომ ახლობლები გოგონას სახლიდან პროტესტის ნიშნად გაუჩინარების ვერსიას გამორიცხავენ.

 

ცოლის და ქალიშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დავით კოდუა დააკავეს
2021-04-12ცოლის და ქალიშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დავით კოდუა დააკავეს

 

მშობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, გოგონა სხვა მამაკაცმა გაიტაცა. ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა.

 

ისინი გოგონას ადგილსამყოფელის დადგენასა და მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს დამონტაჟებული სათვალთვალო კამერიდან ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ.

ავტორი: Prime Time

X