
ჩვენ კლინიკაში სულ 44 პაციენტი მკურნლობდა, მათგან 10 გამოჯანმრთელებული გაეწერა და ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„ერთი გადაცილებულია 80 წელს, ხოლო ორი გადაცილებულია 60 წელს და მათ აღენიშნებათ მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და მათი მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა ყველაფერი კეთდება მათი სიცოცოხლის გადასარჩენად. არის იმედი, რომ ამ სამი საციენტის გადარჩენაც მოხერხდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შედარებით ნაკლებად მძიმე, ან მსუბუქია“ – განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















