13:09 | 2021-04-13 ავტორი: Prime Time

არ გამოიყენოთ ეს საშუალებები! – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება პრეპარატებზე

არ გამოიყენოთ ეს საშუალებები! – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება პრეპარატებზე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ LIVE-ვიდეოს აქვეყნებს და გაციებაზე საუბრობს.

 

ღოღობერიძე გაციებისას მისაღებ მედიკამენტებს და იმ შეცდომებს ასახელებს, რასაც ხშირად უშვებენ ამ დროს ადამიანები.

 

“გაციების წინააღმდეგ ყველაზე კარგი გზა არის, თუ ვინმეს შეხვდები, ვინც გაციებულია ეგრევე ხელი უნდა დაიბანო. თუ მაინც დაინფიცირდი, მაშინ დაიმახსოვრე რა უნდა გააკეთო.

 

თუ გექნება სიცხე და იქნება იმდენად შემაწუხებელი, რომ მისი ატანა უკვე აღარ შეგიძლია, მაგ შემთხვევაში არის ორი მედიკამენტი “იბუპროფენი” და “აცეტამინოფენი”, სამწუხაროდ პარაცეტამოლის ეფექტი გაციების დროს ჩვენთვის ცნობილი არ არის.

 

არ გამოიყენოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებები. ფულს დახარჯავთ სრულიად ტყუილად, ეს გაციება არ გრძელდება უსასრულოდ, რომ შენ დაგჭირდეს მათი გამოყენება. ეს გრძელდება დაახლოებით 7-10 დღე. მე ამას გეუბნებით განსაკუთრებით მშობლებს. ნუ დაალევინებთ მით უმეტეს 6 წლამდე ასაკის ბავშვებს. მაგ დროს სარგებელი და რისკები არ არის ერთმანეთთან ბალანსში.

 

ზოგიერთი ხმარობს ასევე “დეკონგესტანტებს”, რომლებიც სურდოს უხსნიან, მაგრამ მაგათი ეფექტურობა ძალიან დაბალია.

 

გაციებისას ძალიან კარგად მუშაობს თუთია. თუთიის აცეტატი, თუთიის გლუკონატი. თუ გაციების ნიშნების დაწყებიდან პირველ 30 საათში თუთიას მიიღებ. მაგ შემთხვევაში შემცირდება დაავადების სიმძიმე მესამედით, შემცირდება დაავადების ხანგრძლივობა ერთი-ორი დღით და გარდა ამისა შეიძლება, აღარ დაგჭირდეს სხვა მედიკამენტების გამოყენება.

 

არ დალიოთ ანტიბიოტიკები. გაციების დროს ანტიბიოტიკების მიღება სისულელეა. ფული მაგაში არ გადაყარო. უფრო მეტი ზიანია, ვიდრე სარგებელი.”, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

 

ავტორი: Prime Time

X