00:32 | 2021-04-14 ავტორი: რუსა ღვანიძე

„თუნდაც, ცოტა სუსტად ვყოფილიყავი, რა მოხდა მერე! დიაბეტიც მაქვს და ჰიპერტონიაც“… – ლეო ანთაძე ვაქცინაზე

„თუნდაც, ცოტა სუსტად ვყოფილიყავი, რა მოხდა მერე! დიაბეტიც მაქვს და ჰიპერტონიაც“… – ლეო ანთაძე ვაქცინაზე

რამდენიმე დღის წინ, 88 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა ლეო ანთაძემ, „pfizer“ -ის აცრა გაიკეთა. ამის შეხებ, „პრაიმტაიმი“ სერიალ „ჩცდ“ -ის ყველასათვის საყვარელ მსახიობს დაუკავშირდა:

 

არანაირი უკუჩვენება არ მქონია, წნევამ ამიწია ცოტა. არა, არაფერი არ დამმართნია, არც სიცხე მოუცია 1 აპრილს ავიცერი და მეორე, 22 აპრილს მიწევს.

 

რას მოუწოდებდით საზოგადოებას?

 

„ისე მცემა, კაი ხანი ვეღარ დავდიოდი“ - რატომ აცემინეს ლეო ანთაძე ზურაბ ქაფიანიძეს
2020-10-16„ისე მცემა, კაი ხანი ვეღარ დავდიოდი“ - რატომ აცემინეს ლეო ანთაძე ზურაბ ქაფიანიძეს

 

როგორ შეიძლება ამაზე დაფიქრება, უნდა გავიკეთოთ ყველამ! სხვა, ვერანაირი საშუალებით ვერ დავამარცხებთ, ამ ვერაგ ავადმყოფობას. აბსოლუტურად არაფერია საშიში. რა არის აქ დასაფიქრებელი? სხვა გამოსავალი გვაქვს რამე? დაინფიცირებული ადამიანი, სხვასაც რომ გადადებს, ეგ ჯობია?

 

თუნდაც ცოტა სუსტად ვყოფილიყავი, რა მოხდა მერე? დიაბეტიც მაქვს და ჰიპერტონიაც, მაგრამ უკურეაქცია არ მქონია.

აცრამდე, ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ?

არანაირი კონსულტაცია არ გამივლია. როგორც სერიალ „ჩცდ“ -ში, ცხოვრებაშიც სულ ტელევიზორს ვუყურებ, მაგრამ არსად უთქვამთ, რომ აცრა საშიშია.

 

არდაცვალების რამდენიმე ფაქტმა, საზოგადოების მხრიდან, პანიკა გამოიწვია…

 

მე მგონი, აცრა არ იყო ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი, ალბათ სხვა თანმდები დაავადებებიც ჰქონდა.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ…

 

მადლობა ყველას, თქვენც ასევე!

ავტორი: რუსა ღვანიძე

X