11:25 | 2021-04-14 ავტორი: Prime Time

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა შვილებმკვდარმა დედამ დაკარგა ყველა საბუთი და დახმარებას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა შვილებმკვდარმა დედამ დაკარგა ყველა საბუთი და დახმარებას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი, შვილებმკვდარი დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ნელი შამუგიამ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას საბუთები და ფული დაკარგა, რის გამოც უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. ამის შესახებ „აფხაზური მედია“ წერს. 

 

იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ხელში ენგურის გადალახვა? ჩემი წლების ნახევარი იმ მდინარეს გავაყოლე – წერილი ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონიდან
2021-04-10იცით რას ნიშნავს 3 თვის ჩვილით ხელში ენგურის გადალახვა? ჩემი წლების ნახევარი იმ მდინარეს გავაყოლე – წერილი ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონიდან

 

„ვარ აფხაზეთიდან დევნილი შვილებმკვდარი დედა. ოჯახში მარჩენალი არავინა მყავს, ეული და მარტოსული ვარ. გადმოსვლისას პენსია და დახმარება ავიღე და დაუდევრობით დავკარგე საბუთებთან ერთად (ქართული პირადობის მოწმობა და აფხაზეთის „ვიდნო​​“). იქეთ ვერ შევძლებ გადასვლას საბუთების გარეშე და ვერ მოვეფერები ჩემი ქმარ-შვილების სამუდამო საბინადროს. გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი სატკივარი და პოვნის შემთხვევაში შემეხმიანოთ ნომერზე: 555 47-10-47. ნელი შამუგია“,- ნათქვამია წერილში.

ავტორი: Prime Time

X