09:39 | 2020-03-27 ავტორი: ანეტი მიქელაძე

აშშ-ის სენატმა 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს მხარი ერთხმად დაუჭირა

აშშ-ის სენატმა 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს მხარი ერთხმად დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის სენატმა პანდემიის დროს გამოწვეული კრიზისის ფონზე ეკონომიკური მხარდაჭერის კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

კანონპროექტი გულისხმობს 2,2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას – აშშ-ის ისტორიაში ეკონომიკური სტიმულაციის ყველაზე მსხვილი პროექტი. მის მიხედვით, ყოველი ზრდასრული ამერიკელი, რომელსაც სულ მცირე 99 ათასი დოლარი აქვს შემოსავალი, 1200 დოლარის მიიღებს, ხოლო თითოეულ ადამიანზე 500 დოლარი გამოიყოფა.

 

არსებული ინფორმაციით, 250 მილიარდი დოლარია გამოყოფილი კერძო პირებისა და ოჯახებისთვის პირდაპირ გადასარიცხად, 350 მილიარდი დოლარი კრედიტის სახით მცირე ბიზნესისთვის, 250 მილიარდი დოლარი უმუშევრობის დაზღვევის შეღავათებისთვის და კიდევ 500 მილიარდი პრობლემური კომპანიების კრედიტებისთვის.

 

2 ტრილიონი დოლარი ამერიკის ეკონომიკისთვის - თეთრმა სახლმა და სენატმა ისტორიული შეთანხმება დადეს
2020-03-252 ტრილიონი დოლარი ამერიკის ეკონომიკისთვის - თეთრმა სახლმა და სენატმა ისტორიული შეთანხმება დადეს

 

სენატში კანონპროექტის მიღების შემდეგ, მას ხმა წარმომადგენელთა პალატამ უნდა მისცეს, შემდეგ კი დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტთან გადაიგზავნება, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ მზადაა უმალვე მოაწეროს ხელი.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის უფრო მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყანაში. ამერიკაში კორონავირუსი 85,991 ადამიანს დაუდგინდა. 

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ნახევარ მილიონს გადასცდა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X