13:09 | 2021-04-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

2 546 პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო – საქართველოში კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტების რიცხვი იზრდება

2 546 პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო – საქართველოში კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტების რიცხვი იზრდება

კორონავირუსით ინფიცირებული 2 546 პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 8 604 ადამიანს აქვს.

 

მათივე ინფორმაციით, ინფიცირება მძიმედ მიმდინარეობს 426 პაციენტში.

 

81 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა და ისინი სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.

 

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 31, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 120, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც: 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 264, აჭარაში – 390, იმერეთში – 360. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 426 პირი, მათ შორის, თბილისში – 209, აჭარაში – 54, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში -10, იმერეთში – 7. 338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 201 – თბილისში, 126 – აჭარაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X