13:55 | 2021-04-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შსს „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებულ 5 აქტივისტზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებულ 5 აქტივისტზე ინფორმაციას ავრცელებს

„ქართული ოცნების” ოფისთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 5 პირი დააკავეს.

 

ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

„ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

 

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დაიწყო.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა.

 

სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X