14:48 | 2021-04-14 ავტორი: Prime Time

ხობში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ხობში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ პირველ მაისში 80 წლის ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილ ახალგაზრდას პირველადი დახმარება ხობის საავადმყოფოში აღმოუჩინეს და ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოჰყავთ.

 

მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ბაბუა დააკავეს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X