22:06 | 2021-04-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რთული გზა გაიარა და კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია – ნინო კასრაძე ნინუცა მაყაშვილზე

რთული გზა გაიარა და კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია – ნინო კასრაძე ნინუცა მაყაშვილზე

მსახიობმა ნინო კასრაძემ ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, ეს სხვებისთვის მაგალითია.

 

„ჩვენ ყველამ რაღაც დავაშავეთ ამაში… ის, რომ ნინუცა ამაზე არ საუბრობდა, ეს კონტექსტის ბრალია. ძალიან დიდი ნაწილი მას მხარში დაუდგა, მაგრამ მიკვირს იმ ხალხის, რომელიც ამბობს, რომ 11 წლის მერე… ზოგჯერ შეიძლება 31 წელი დაგჭირდეს.

 

რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა
2021-04-14რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა

 

ის, რომ ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, ეს სხვებისთვის არის მაგალითი და თუ ამას ვერ ხვდება, ვინც მას აკრიტიკებს… ჩვენ ნინუცას უნდა ვაცადოთ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოება უნდა იყოს ძალიან სენსიტიური. ძალიან რთული გზა გაიარა და კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია“, – აცხადებს კასრაძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X