
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ანა სანაია მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
„ოჯახურ ძალადობაზე სრულად თვალს ხუჭავს ის საზოგადოება ვინც ხალხთან უნდა მიდიოდეს და ძალით დახუჭულს ორი ხელით ახელინებდეს! თეატრალური საზოგადოება რაც იყავით, ეგ ხართ და ეგ იქნებით კიდევ დიდი ხანი. ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა მუშაობს თეატრის შიგნით. ნინუცა მაყაშვილს ჩემი მხარდაჭერა” – წერს ანა სანაია.























