
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ყოფილ ცოლზე, ნინუცა მაყაშვილზე ძალადობას ეხმაურება.
„Me too კამპანია აუგორეს მის (რობერტ სტურუას) ერთ-ერთ მსახიობს, მისმა ცოლმა თქვა, რომ 11 წლის წინ მცემდაო, რობერტ სტურუამ (თქვა), 30–იანი წლების რეპრესიები “მოხოდეს” ქალებმაო”. მართალია რობერტ სტურუა, ზოგადად. ადრე კაცებს, ცოლს რომ შორდებოდნენ, აბრალებდნენ, გეია ეს კაციო. ახლა მაგას ვერ შვებიან.
Me Too კამპანიები არის ბოროტება იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება თავის დაცვა. სასამართლო პროცესია, სადაც თავის დაცვის საშუალებას არ გაძლევენ, “პროსტა” გლანძღავენ. შეიძლება პირველწყარო მისი სამართლიანი ან უსამართლო იყოს, მაგრამ თვითონ ფორმა Me too კამპანიების არის მიუღებელი, ამაზრზენი და ჩემი აზრით, ყველა ნორმალური ადამიანი უნდა გაემიჯნოს.
ცუდი რჩევა მისცეს დაქალებმა, ჩემი აზრით. მტკიცებულებების გარეშე ტალახის სროლა ყოფილ ქმარზე, რაც არის ამაზრზენი საქციელი. 11 წლის მერე ამას როცა იწყებ და არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, როგორ უნდა იმართლოს მოწინააღმდეგემ თავი, იქნებ გაჩალიჩება გინდა?!”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.






















