10:41 | 2020-03-27 ავტორი: Prime Time

ერთი განსაკუთრებით მძიმეა, მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხდება – ეზუგბაია

ერთი განსაკუთრებით მძიმეა, მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხდება – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

 

„4 მძიმე პაციენტიდან ერთი განსაკუთრებით მძიმეა, მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხდება და დაავადება პროგნოზირებს, დანარჩენ სამთან ხდება სტაბილირება, თუმცა მაინც ვამბობთ რომ მძიმეა და საჭიროებს დინამიურ მეთვალყურეობას“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ინფექციურ საავადმყოფოში 12 გამოჯანმრთელებული პაციენტია, ერთის გამოჯანმრთელებას დღეს ელოდებიან. რაც შეეხება საჩხერეს, იქ მკურნალობა 1-მა პაციენტმა დაასრულა. ჯამში, კორონავირუსის 81 შემთხვევიდან, 13 გამოჯანმრთელებით დასრულდა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: Prime Time

X