09:43 | 2021-04-15 ავტორი: Prime Time

5 გარდაცვლილი ბავშვი, მათ შორის ერთი ჩვილი – რუსეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

5 გარდაცვლილი ბავშვი, მათ შორის ერთი ჩვილი – რუსეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

 

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ხანძარი 15 აპრილის ღამეს სოფელ ბიზოვოში მოხდა.

 

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. ოჯახში 7 შვილი ჰყავდათ.

 

გადარჩენილი ორი ბავშვი დედასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტორი: Prime Time

X