11:41 | 2020-03-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

„რას გვასწავლის COVID-19 რეალურად? – ბილ გეითსის ყალბი წერილი ვრცელდება

„რას გვასწავლის COVID-19 რეალურად? – ბილ გეითსის ყალბი წერილი ვრცელდება

ონლაინსივრცეში ფართოდ ვრცელდება ბილ გეითსის ყალბი წერილი სახელწოდებით „რას გვასწავლის COVID-19 რეალურად? ამის შესახებ უცხოური გამოცემა „Independent“ წერს.

 

გამოცემის ცნობით, წერილი თავდაპირველად მეილებზე და „Whatsapp“-ის ჯგუფებში, ხოლო მოგვიანებით სოციალურ მედიაშიც გავრცელდა.

 

გავრცელებული „ღია წერილის“ მიხედვით, Microsoft-ის დამფუძვნებელს სჯერა, რომ ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება, დაავადების ჩათვლით. ყალბ წერილში იგი აღწერს ვირუსს, როგორც მასწავლებელს, რომელმაც საზოგადოებას ბევრი დავიწყებული ჩვევა გაახსენა.

 

წერილი უამრავმა ცნობილმა ადამიანმა გააზიარა, მათ შორის იყო ნაომი კემპბელი. წერილის შესახებ ასევე გაზეთმა „The Sun“-მა გაავრცელა ჩანაწერი.

 

წერილის სიყალბე მას შემდეგ გაირკვა, რაც „The sun“-მა წერილი გამოცემიდან ამოიღო და ბოდიში მოიხადა.

 

„გუშინ გამოცემამ შემთხვევით გამოაქვეყნა ყალბი წერილი, რომლიც მეილზე „ტრიალებდა“. ამჟამად ეს წერილი მეილიდან წაშლილია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ არ გამოვაქვეყნოთ ყალბი ამბები, რის გამოც ბოდიშს გიხდით“,- განაცხადა გამოცემის სპიკერმა.

 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაავრცელა თავდაპირველად ყალბი წერილი.

 

ბოლო დროს კორონავირუსთან დაკავშირებით არაერთი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. დეზინფორმაციის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ყველას აფრთხილებს, თავი შეიკავონ ჭორებისა და მსგავსი ინფორმაციების გავრცელებისგან.

 

ასევე, Facebook-მა განაცხადა, რომ იგი წაშლის ვირუსის შესახებ ისეთ ინფორმაციებს, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საზოგადოებას.

 

ასევე, დაგაინტერესებთ : 

„ბელგიაში ჯგუფური სექსი აიკრძალა“ - ამ სათაურით ყალბი ინფორმაცია ინტერნეტ-სივრცეს იპყრობს
2020-03-25„ბელგიაში ჯგუფური სექსი აიკრძალა“ - ამ სათაურით ყალბი ინფორმაცია ინტერნეტ-სივრცეს იპყრობს
 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X