18:10 | 2021-04-15 ავტორი: Prime Time

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრები გაავრცელა

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრები გაავრცელა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძისმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი გ.მ.დააკავეს.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდეა.

 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

 

მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X