
ექსპერტი გია აბაშიძე, რომელიც სოციალურ ქსელში “რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველზე” ვარლამ გოლეთიანზე წერს, რომ მას ხეობა არ ადარდებს და ჩრდილოელი მეზობლის მითითებს ასრულებს.
„მარტივად გეტყვით თუ რა არის რუსული ჰიბრიდული ომის დამახასიათებელი მთავარი ხაზი: რუსული სპეცსამსახურები, პირველ რიგში, არჩევენ ადამიანს, რომელიც გარკვეულწილად იწვევს ნდობას საზოგადოებაში.
მის გარშემო შემოიკრიბება ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, შემდეგ საქმეში ერთვება დაფინანსების წყარო (ნამახვანის შემთხვევაში რუსეთში მოღვაწე მილიონერი, ილია ძოწენიძე), შემდეგ აქციის გარშემო იკრიბებიან რუსეთიდან დაფინანსებული პოლიტიკოსები (ქართული მარში, ბურჯანაძე, ნათელაშვილი და აშ), შემდეგ მოთხოვნები იცვლება, იზრდება პოლიტიკურ ნარატივში და საბოლოოდ, გეგმის მიხედვით, ყველაფერი მიდის არეულობის დაორგანიზებამდე.
აი, რაც ახლა ხდება ნამახვანის შემთხვევაში, ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი. რეალურად აი, ამ ბიჭს ნამახვანი კი არ ადარდებს, მწყობრად მიყვება მითითებებს ჩრდილოეთიდან. მისი ეს მუქარაც ამ ყველაფრის ნათელი დადასტურებაა!“ – წერს გია აბაშიძე.






















