19:33 | 2021-04-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გია სურამელაშვილი გულის შეტევით კლინიკაში მოხვდა და ახლა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის

გია სურამელაშვილი გულის შეტევით კლინიკაში მოხვდა და ახლა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის

პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ გია სურამელაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ის გუშინ, ღუდუშაურის კლინიკაში გულის მწვავე ტკივილით შეიყვანეს.

 

მომღერლის პროდიუსერმა, ესმა ჩხაიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ახლა, გია სურამელაშვილი სახლშია და ექიმების დახმარებით ის თავს უკეთ გრძნობს.

 

“გია ახლა, კარგადაა, ექიმების ძალიან დიდი ყურადღების და დახმარების წყალობით, ის ახლა სახლშია, კლინიკაში გულის შეტევით გადავიყვანეთ.

 

მოსკოვში რომ იყო გულზე პრობლემები მაშინ შეექმნა, იმის მერე სულ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, რამდენიმე დღის წინ იყო მედიკოსთან და ახლახანს ასე დაემართა…

 

ყველას დიდ მადლობას გიხდით გიას სახელით, რომ მას გულშემატკივრობთ.” – ამბობს ესმა ჩხაიძე.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X