21:39 | 2021-04-17 ავტორი: Prime Time

“ბოლშევიზმი საშიშია!” – თამარ ჩერგოლეიშვილი ვარლამ გოლეთიანს უპირისპირდება

“ბოლშევიზმი საშიშია!” – თამარ ჩერგოლეიშვილი ვარლამ გოლეთიანს უპირისპირდება

მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის გასხვისება კერძო პირზე, თუნდაც ის ქართული იყოს, – ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

 

ვარლამის ამ განცხადებას თამარ ჩერგოლეიშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება და “ბოლშევიზმს” უწოდებს.

 

“კოლექტიური რესურსი რა არის? კომუნისტებმა რომ ხალხს მიწები წაართვეს – ისიც კოლექტიური რესურსია?
ბინების პრივატიზაციაც ხომ არ გავაუქმოთ? ბოლშევიზმი საშიშია.”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

ჩერგოლეიშვილის თქმით, მას არც ვარლამ გოლეთიანის თანამოაზრეები არ მოსწონს.

 

“არ მაწუხებს მე ის, რაც ამ ბიჭს აწუხებს და რატომ უნდა შევწუხდე?
მე ვწუხდები იმით, რაც მე მაწუხებს – არ მომწონს ამ ბიჭის თანამოაზრეები უმცირესობებს რომ ჩაგრავენ მაგალითად, და მათ გამო ვწუხდები.”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

ავტორი: Prime Time

X