01:25 | 2021-04-19 ავტორი: Prime Time

ნახეთ გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდება

ნახეთ გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდება

19 აპრილიდან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები კარანტინს აღარ გაივლიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

 

„19 აპრილიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები 5 დღიანი კარანტინის ნაცვლად ანტიგენის ტესტს დაექვემდებარებიან.

 

ასევე ისინი ნებაყოფლობით ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. ვაქცინის ორი დოზით აცრის შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ“,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში, გიორგი ღიბრაძემ.

ავტორი: Prime Time

X