14:44 | 2021-04-18 ავტორი: Prime Time

ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ არ ვიცოდით… – რა ამბავი გაიგო ვარლამ გოლეთიანმა სოციალური ქსელიდან

ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ არ ვიცოდით… – რა ამბავი გაიგო ვარლამ გოლეთიანმა სოციალური ქსელიდან

რიონის ხეობაში ჩასული მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე არ მიუშვეს და უთხრეს, რომ მისი პოლიტიკური გემოვნება აქციაზე მყოფი ნაწილისთვის მიუღებელი იყო.

 

როგორც „რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, მათ ამის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს.

 

მისივე თქმით, აქციაზე უამრავი ადამიანი მიდის და ბევრი მათგანი პროვოკაციულადაც იქცევა.

 

 

2021-04-16"რიონის ხეობის მცველებმა" მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე არ მიუშვეს - „ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო! არჩევენ, ვინ უნდა მივიდეს და ვინ - არა“

 

 

„საერთოდ ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ არ ვიცოდით. შემდეგ ჩვენ ბატონ მალხაზს დავუკავშირდით. გამოვკითხეთ, თუ რა მოხდა. ავუხსენით მას, რომ ეს პოზიცია ჩვენგან არ მოდიოდა. ჩვენც სოციალური ქსელიდან გავიგეთ, რომ თითქოს „რიონის ხეობის მცველებმა“ და ხალხმა გააძევეს. ჩვენს აქციებზე უამრავი ადამიანი მოდის. ბუნებრივია ცალკეულ შემთხვევებს ვერ გავაკონტროლებთ. ბევრი მათგანი პროვოკაციულადაც იქცევა. მოვუწოდებ ყველას, ნუ აყვებიან ამ ყველაფერს,“ – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

 

 

ავტორი: Prime Time

X