15:01 | 2021-04-18 ავტორი: Prime Time

„ქართულ ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა გადაიდო

„ქართულ ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა გადაიდო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო, ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს. უცნობია, რა მიზეზით მოხდა შეხვედრის გადადება.

 

შეგახსენებთ, შეხვედრა 14:00 საათზე იყო ჩანიშნული. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება.

 

ავტორი: Prime Time

X