
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ნებისმიერი ადამიანი საკუთარ აზრებსა და პოზიციებს თავისივე განცხადებებით უკეთებს კომენტარს.
„მეუფე სპირიდონის განცხადებაზე მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ჩემი კომენტარი ის იქნება, რომ კომენტარს ვერ გავაკეთებ.მე ერთი რამე ვიცი, რომ საერთოდ ორი მხარე აქვს ცოდვას, ერთი არის რომ მოიძულო ცოდვა, მაგრამ არა ცოდვილი, მაგრამ მეორეა, რომ არ უნდა განიკითხო ადამიანი, რადგან ყველანი ცოდვილები ვართ. მაგას ღმერთი განსჯის ვისი ცოდვა მეტია და ვისი ნაკლებია. ასე რომ იესო ქრისტე მოვიდა და ცოდვილებთან ჭამდა პურს. ის მოვიდა მათთან, ვისი გადარჩენაც საჭირო იყო. ვინც ფიქრობ, რომ უკვე გადარჩენილია, მას იესო ქრისტე აღარ ჭირდება. მკურნალობა სწორედ ცოდვილს სჭირდება და მხარდაჭერაც . მღვდელმთავრის საუბარზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნებისმიერი ადამიანი საკუთარ აზრებსა და პოზიციებს თავისივე განცხადებებით უკეთებს კომენტარს,“- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
შეგახსენებთ, რომ მეუფე სპირიდონის კურთხევით, ნინოწმინდის პანსიონში, სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ შეუშვეს.
მეუფე სპირიდონის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატში „ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის“ ხალხი მუშაობს და მათ ბავშვებთან მიკარების უფლებას არ მისცემს.
ავტორი: თეა შონია























