
სოციალურ ქსელში მსახიობ ბესო ზანგურის მხარდამჭერები გამოჩნდნენ. მაგალითად, ცნობილი ბათუმელი აქტივისტი ეთერ ბოლქავაძე–ჯორთმენაძე გამოდის ინიციატივით, რომ მამაკაცთა დაცვის ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც ქართველ მამაკაცებს დაიცავს.
შეიძლება ითქვას, რომ ბესო ზანგურის დაცვის სურვილი მაშინ, გაუჩნდათ, როცა სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ, ჩაწერილი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ ფრაგმენტი გავრცელდა. იქ მსახიობი დედის შესახებ ემოციურ ისტორიას იხსენებს.
ჯორთმენაძის ამ ინიციატივას სხვებიც პოზიტიურად შეხვდნენ:

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა.
ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი, ბესო ზანგური რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით ყველა როლიდან მოიხსნა
ამასთან, გუშინ, რუსთაველის თეატრის წინ ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.






















