18:20 | 2021-04-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მეუფე იაკობი: ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინო. კაცი სამსახურიდან გააგდეს, პოლიტიკოსები და ტელევიზიები ჩვენზე არ ძალადობენ?

მეუფე იაკობი: ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინო. კაცი სამსახურიდან გააგდეს, პოლიტიკოსები და ტელევიზიები ჩვენზე არ ძალადობენ?

მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებაზე ძალადობის შესახებ საუბრობს.

 

„კეთილი ინებეთ და ქართველებს რაც უნდათ, ისე მოიქეცით. გავიგოთ რა ხდება. მაგალითად, გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინო. ატყდა ერთი ამბავი, ფაქტობრივად, კაცი სამსახურიდან გააგდეს, გააძევეს. მიზეზი – ძალადობა.

 

ღმერთი განსჯის ვისი ცოდვა მეტია  და ვისი ნაკლები - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონის განცხადებას ეხმაურება
2021-04-18ღმერთი განსჯის ვისი ცოდვა მეტია  და ვისი ნაკლები - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონის განცხადებას ეხმაურება

 

პოლიტიკოსები და ტელევიზიები ჩვენზე არ ძალადობენ? ერზე არ ძალადობთ?! არ ძალადობთ ეკლესიაზე?! თუ სადმე ძალადობა არ მოგწონთ, ეს მოგწონთ?! თუ ჩვენც გავხდეთ თქვენსავით მოძალადეები, გინდათ? ცუდის გაკეთება ძალიან ადვილია, სიკეთის კეთებაა ძალიან ძნელი.

 

ისეა სიტუაცია, მტერი ძალით შემოგვყავს ქვეყანაში. ერთმანეთთან როცა მასე ხართ, ვინ დაგიგდებათ. როცა ელოდები 50 000 ან 100 000 კაცი შეკრიბო, გამოხვიდე და მე ვარ, ვინც ვარო. ქვეყანაში პოლარიზაციაა. მტერი რომ შემოვიდეს, ყველა ერთად ხომ არ დავდგებით. ზურგში მესვრი, მე ეს მინახავს ომის პერიოდში. ჯერ ბევრი გაიქცევა ქვეყნიდან, ფული ვისაც აქვს.

 

რომ გამოდიხართ და ერის მამების სახელით საუბრობთ, რა უფლება გაქვთ? კეთილი ინებეთ, რაც ერს უნდა, გააკეთეთ ისე. მე არ მინდა უცხოეთის არც ერთი ქვეყნის მონები იყოთ. გააკეთეთ ის, რაც გევალებათ და რისთვისაც მოგიწოდებთ უფალი“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X