23:19 | 2021-04-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვარლამ გოლეთიანი: ბუნებაში ჰესის მშენებლობას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ მოცემულ არეალში – არ შეიძლება 

ვარლამ გოლეთიანი: ბუნებაში ჰესის მშენებლობას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ მოცემულ არეალში – არ შეიძლება 

ზოგადად, ბუნებაში ჰესის მშენებლობას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ამ მოცემულ არეალში ამის აშენება არ შეიძლება, – ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„მოლოდინის რეჟიმში ვართ. კომპრომისებზე არ გვიმსჯელია, რადგან ხელისუფლებაც ამ მომენტამდე ამბობდა, რომ აუცილებად უნდა აშენდეს ჰესი. ჩვენი პოზიციაა, რომ არ უნდა აშენდეს მთელი რიგი ფაქტორების გამო. მოსულები იყვნენ ჩვენთან ხეობაში მინისტრები დავაყენეთ საკითხი: მოდით დავაყენოთ ეჭვქვეშ ჩვენი პოზიციები.

 

ზოგადად, ბუნებაში ჰესის მშენებლობას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ამ მოცემულ არეალში ამის აშენება არ შეიძლება. დიალოგი და კონსტრუქციული ნაწილი იმისთვისაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამაც დაინახოს, უნდა ვისაუბროთ და მივიდეთ კონსენსუსამდე”, – განაცხადა გოლეთიანმა.

 

პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ - შარლ მიშელის წინადადება
2021-04-18პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ - შარლ მიშელის წინადადება

 

მანვე აღნიშნა, სტრატეგიული ობიექტი ეროვნულ ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს, “როდესაც მისი სხვისთვის გადაცემა ხდება, ეროვნული ინტერესი აღარ გამოდის”.

 

„როდესაც ხელისუფლება შეხვედრაზე მოდის, გელაპარაკებიან ისეთი ენით, რომ თავს გამადლის, ზემოდან გიყურებს. აქ თავიდან ბოლომდე მეწყრული ზონებია, როგორ უნდა დააყენო მოსახლეობა ამ საფრთხის წინაშე! ბოლო ბოლო, ფინანსური თვალსაზრისით, ეს პროექტი ამდენს რას გვაძლევს?! მაგალითად, თქვენს სახლში შემოდის ვიღაც და გეუბნებათ – მე გამოვიყოფ ახლა სივრცეს და თქვენთან ერთად ვიცხოვრებ, შენ ხომ დაგაინტერესებს, რა ხდება შენს თავს?! გარკვევის ნაწილი ტრაფარეტულ დონეზეა. იქ შეხვედრაზე მიხვალ, სადაც პროცედურულად ევალებათ ამის გაცნობა და თუ რამე კრიტიკული კითხვა დასვი, მაშინვე რუსეთის აგენტად ცხადდები. რომ არა ეს ფართომასშტაბიანი აქციები, ყურადღებას არავინ მოგაქცევს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X