
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. თუ პარტია „ქართული ოცნება“ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
„კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანი შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას „ფიქტიური ქორწინება“ უწოდა. ის ახალ შეთავაზებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ გარეთ პოლიტპატიმრების გამო არ გამოვსულვართ და ბოიკოტი ამიტომ არ გამოგვიცხადებია,( რა თქმა უნდა, ვითხოვ პოლიტპატიმრებს გამოშვებას) მაგრამ უპირველესი მოთხოვნა ვადამდელი გაუყალბებელი ჯანმრთელი არჩევნებია, რადგან ქვეყანაში უნდა მოხდეს ცვლილება და რეფორმირებულ სახელმწიფოში არც პოლიტპატიმრები გვეყოლება, რა დოკუმენტია ეს ასეთი ბუნდოვანი ხარვეზებით და თან “ფიქტიურ ქორწინებას” ჰგავს, ვერ გაფორმდება ეს ” საოცნებო დოკუმენტი” გამარჯვებად ვერ, რადგან დოკუმენტი რომელსაც ძირეული რეფორმები ვერ მოაქვს, რომელიც მოიტანდა სისტემურ ცვლილებებს.
ამ ტიპის დოკუმენტს “გამარჯვებად” ვერ გავაფორმებთ, მეტიც ამით ოლიგარქს ვუხანგრძლივებთ სახელმწიფოში თარეშს, სასამართლოში კლანურ მმართველობას!!!!აბა, “ჟვანიამშვიდობისა” ბატონებო!!!”სიბრძნე სიცრუისა”,- წერს ჩარკვიანი.
„გირჩი -მეტი თავისუფლებას“ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, დოკუმენტი ცალსახად უკეთესია, ვიდრე წინა იყო, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულია თავდებობა.
„ნიკა მელიასთან მიმართებაში არის შემოთავაზებული ევროკავშირის თავდებობა. ეს თავდებობა იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც უნდა გათავისუფლდეს ახლა მელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავდებად ბატონ ნიკა მელიას განთავისუფლებაზე გამოდის ევროკავშირი.
რაც შეეხება ბატონ რურუას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ორივე ამ ადამიანს ექნება ერთი და იგივე დროითი ჩარჩო განსაზღვრული, რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან საბოლოოდ, დასრულდეს პატიმრობა რურუასი და ნიკა მელიას საკითხი გადაიჭრას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციას.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მისასვლელი გზა, რომელიც იხილებოდა მოლაპარაკებების პროცესში, იყო პლებისციტი, იყო თვითმმართველობასთან მიბმა, იყო პროცენტზე კამათი.
ჩანაწერი არის კომპრომისული ვერსია, სადაც საუბარია 43 პროცენტზე, თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნების დროს, ის იღებს ვალდებულებას, რომ 2022 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები. ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია, ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ლიდერები არ იყვნენ პატიმრობაში, იყვნენ თავისუფალი და წარმართონ საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კონსულტაციები სჭირდებათ.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული რეზერვაციები, ამიტომ მე ვერ ვიტყვი და ვერ გაცნობებთ ჩვენ პარტიულ გადაწყვეტილებას. ჩვენ კიდევ გვჭირდება კონსულტაციები და დრო, იმიტომ, რომ გვაქვს შეკითხვები“ , – განაცხადა სამადაშვილმა.
პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ – ორივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით არის შეთანხმებაში შესაბამისი ფორმულირება ჩადებული, რა მექანიზმებით მოხდება მათი გათავისუფლება – ამბობს სამადაშვილი.
მისივე თქმით, დაიწყება შემდეგი პროცესი, რის შემდეგაც ყველა პარტია გაივლის შიდა კონსულტაციებს და ჩამოყალიბდა პარტიული პოზიციები.
რა წერია შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში
„2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული შეთავაზების შედეგად, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუ პარტია „ქართული ოცნება“ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან, მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებში და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია“.
***
„ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერთობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა“.
***
„ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერთობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა“,- ნათქვამია წინადადებაში.























