13:55 | 2021-04-19 ავტორი: Prime Time

აპირებს თუ არა ვარლამ გოლეთიანი პოლიტიკაში წასვლას?

აპირებს თუ არა ვარლამ გოლეთიანი პოლიტიკაში წასვლას?

კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, „რიონის ხეობის მცველი” ვარლამ გოლეთიანი პასუხობს, რომ ეს მისი მიზანი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

 

ვარლამ გოლეთიანი მოუწოდებს ხელისუფლებას, ნუ აიძულებს მათ, რომ წავიდნენ ფართომასშტაბიანი აქციების გზით.

 

„არც აქ დადგომის დღემდე და არც ამის შემდეგ  ამის არც სურვილი მქონია და ვფიქრობ, არც მექნება…  ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე, რომ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური მიზანი და ამ სივრცეში შესვლას არ ვაპირებთ და ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ მიგყავართ ამ ფართო მასშტაბიანი აქციების გზით… ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა შეგვეძლოს გაერთიანება რაღაც პრობლემების ირგვლივ და საკითხის სწორად დაყენება”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი”.

 

 

 

ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ არ ვიცოდით... - რა ამბავი გაიგო ვარლამ გოლეთიანმა სოციალური ქსელიდან
2021-04-18ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ არ ვიცოდით... - რა ამბავი გაიგო ვარლამ გოლეთიანმა სოციალური ქსელიდან
ავტორი: Prime Time

X