15:45 | 2021-04-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გამომიგზავნეთ თქვენი მოტივაციის წერილი და ძალიან აზარტულ საქმეში ჩაგრთავთ – ნახეთ რას გთავაზობთ თამარ ჩერგოლეიშვილი

გამომიგზავნეთ თქვენი მოტივაციის წერილი და ძალიან აზარტულ საქმეში ჩაგრთავთ – ნახეთ რას გთავაზობთ თამარ ჩერგოლეიშვილი

ბევრი ფიქრობს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. ამ წარმოდგენის შექმნაში პოლიტიკოსებსაც მიუძღვით ბრალი, მაგრამ რეალურად, ეს ასე არ არის – პოლიტიკა შესანიშნავი და ძალიან კეთილშობილი საქმეა, თუ იმ მიზნისკენ მოძრაობ, რაც შენზე ბევრად დიდია და შენი თავი ხელს არ გიშლის, – ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

 

ბერა ივანიშვილი ბერუკას ახალ ფოტოებს აქვეყნებს
2021-04-19ბერა ივანიშვილი ბერუკას ახალ ფოტოებს აქვეყნებს

 

„რთულია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება იქ, სადაც პარტიები დემონიზებულია. ამიტომ ვაკეთებთ არაფორმალურ სკოლას – სადაც პოლიტიკით დაინტერესებულ ხალხს, იმ სამზარეულოში ჩავახედებთ, რაც მათ არ უნახავთ. ასე უკეთ მიხვდებიან, უღირთ თუ არა, ამ საქმეში შემოსვლა. ასე უკეთ მიხვდებიან, რომ პოლიტიკა ბინძური საქმე, ბინძური ადამიანების ხელშია.

 

მოკლედ, ყველა პოლიტიკურ junkie-ს, ვისაც პოლიტიკა და დემოკრატიის პროექტი აინტერესებს, ვისაც გული მოგიწევთ ჩვენკენ, აქ გამომიგზავნეთ თქვენი მოტივაციის წერილი და ძალიან აზარტულ საქმეში ჩაგრთავთ – ახლო მომავალში“, – ნათქვამია ფეისბუკ-პოსტში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X