
ნაკაშიძის ქუჩაზე დაჭრასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაჭრილია ერთი მამაკაცი. „კურიერის“ ინფორმაციით, მომხდარი წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი გლოვოს მოპედით გადაადგილდებოდა და ამ გზით ცდილობდა შენიღბვას. თავდამსხმელი მიუახლოვდა მსხვერპლს, ჩანთიდან ამოიღო იარაღი და ორი ჭრილობა მიაყენა მამაკაცს.
დაშავებული ლევან ათანელაშვილია. იგი მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა. მას შემდეგ, რაც ლევანი დაიჭრა, მეგობარი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას, რა დროსაც დაჭრილის მეგობარსა და თავდამსხმელს შორის მოხდა დაპირისპირება. მეგობარი აგურით ცდილობდა თავდამსხმელი მოგერიებას, რა დროსაც თავად თავდამსხმელიც დაშავდა.
ამ დროისთვის მსხვერპლიც და თავდამსხმელიც კლინიკაში არიან გადაყვანილები. თავდამსხმელი ადგილზე, ცხელ კვალზე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება 19/108 და 236 მუხლებით დაიწყო. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. მსრლოლელი უკვე დაკავებულია.























