14:05 | 2021-04-20 ავტორი: Prime Time

ეს რევოლუციაზე მეოცნებე კაციც მიხვდა, რომ არეულობების დრო დამთავრდა – ელისაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

ეს რევოლუციაზე მეოცნებე კაციც მიხვდა, რომ არეულობების დრო დამთავრდა – ელისაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მელია ციხეს დატოვებს „ენმ-მა” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს, სოციალურ ქსელში “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება.

 

ალეკო ელისაშვილის თქმით, საქართველოში რევოლუციების და არეულობების დრო დამთავრდა და ამას სააკაშვილიც მიხვდა.

 

“ჭკუა მეკეტება საქართველოზე, მეც – ლევან იოსელიანსაც და ვინც ჩვენ პარტიაში “მოქალაქეებში” ვართ ყველას. ზუსტად ვიცოდით რომ აბსოლუტურად სწორ რამეს ვაკეტებდით შეთანხმების გადარჩენით, მოლაპარაკების პროცესის შენარჩუნებით და პარლამენტში შესვლით.

 

ამ ღალატის შემხედვარე, ერთ-ერთი თანამებრძოლის თვალებში ცრემლი დავინახე - კობა ხაბაზი
2021-04-20ამ ღალატის შემხედვარე, ერთ-ერთი თანამებრძოლის თვალებში ცრემლი დავინახე - კობა ხაბაზი

 

საქართველოსთვის და ხალხისთვის საჭირო რამეს ვაკეთებდით. გული მიჩუყტდება როცა მახსენდება იმ საშინელი რამდენიმე თვის მანძილზე როგორ ვამხნევებდით ერთმანეთს და ვეუბნებოდით რომ უნდა გაგვეძლო – გაგვეძლო ვინაიდან ასე სჭირდებოდა საქართველოს! უნდა გაგვეძლო და ბოლოს ყველა ჩვენ აზრზე დადგებოდა, ვინც საშინლად გვლანძღავდა ისინიც. ჰოდა, ეს ხდება ზუსტად. აი, ეს რევოლუციაზე მეოცნებე კაციც მიხვდა, რომ რევოლუციების და არეულობების დრო დამთავრდა. საქართველოს მომავალზე შეთანხმების დროა. ჰოდა, ჩემ უმტკიცეს თანაგუნდელებს და თანამოაზრეებს ვეუბნები მადლობას, გულითად მადლობას ყველას. დიახ, ჩვენ და საქართველომ გავიმარჯვეთ! პოლიტიკა უნდა იყოს და იქნება ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვა. ჩვენ ჯიუტი ხალხი ვართ, საქართველოს მომავალზე მოფიქრალი, ჯიუტი და თავზეხელაღებული ხალხი! მადლობა მოქალაქეებო – გაუმარჯოს საქართველოს!!!”, – წერს ელისაშვილი.

 

ცნობისთვის, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა – ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა ხელი მოაწერა.

 

დოკუმენტს ხელი შემდეგმა პოლიტიკოსებმა მოაწერეს: დავით ბაქრაძე, ალეკო ელისაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და გიორგი ვაშაძე.

 

“ქართული ოცნებიდან” დოკუმენტს ხელი შალვა პაპუაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ მოაწერა.

ავტორი: Prime Time

X