
მძიმე სენთან ბრძოლის შემდეგ პოეტი პერფორმერი, ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. 27 მარტს, პოეტი “ავერსის” კლინიკაში თრომბის დიაგნოზით მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით მას ღვიძლის სიმსივნის დიაგონოზი დაესვა.
ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაეფრინათ, თუმცა ექიმებმა ოჯახს ამის უფლება არ მისცეს, მგზავრობას ვერ გაუძლებსო.
მეგობარს მწერალი თეონა დოლენჯაშვილი ემშვიდობება…
თეონა დოლენჯაშვილი: – მშვიდობით, მეგობარო! შევხვდებით უკეთეს სამყაროში, სადაც მხოლოდ პოეზიის დიქტატურა იქნება.
ირაკლი კაკაბაძე: – მხოლოდ ერთეულების ჩამოთვლა შეიძლება ქართველ ხელოვნებაში, რომელსაც ასეთი დიდი გარღვევისთვის აქვს მიღწეული. ბევრი რამ ძალიან გაბედულად აქვს გაკეთებული, როდესაც აკრძალულ თემებზე საუბრობდა. ხელოვანი მაშინ არის ხელოვანი, როცა მას გარისკვა შეუძლა. თავისი თავის რისკის ქვეშ დაყენება შეუძლია. ამით არის ზურა რთველიაშვილი დიდი ხელოვანი.






















