20:44 | 2021-04-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არ მესმის გირაოზე მსჯელობაც კი, თავზე ლაფი დაისხას? – ხოშტარია ნიკა მელიაზე

არ მესმის გირაოზე მსჯელობაც კი, თავზე ლაფი დაისხას? – ხოშტარია ნიკა მელიაზე

„საერთოდ არ მესმის მელიას გირაოზე მსჯელობაც კი. რა არგუმენტი გვაქვს ამ ბიჭთან, რომ თავზე ლაფი დაისხას?“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ელენე ხოშტარია წერს.

 

„მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით“ - ნიკა მელია 
2021-04-20„მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით“ - ნიკა მელია 

 

„საერთოდ არ მესმის მელიას გირაოზე მსჯელობაც კი. კაცი ჩაჯდა, იმიტომ, რომ არ აღიარებს ამ უკანონობას და ეხლა რატო უნდა გადაიხადოს? რიგგარეშე დაინიშნა? თუ ნატოში შევედით? თუ რა არგუმენტი გვაქვს ამ ბიჭთან, რომ თავზე ლაფი დაისხას? თამაშია რამე?“, – წერს ელენე ხოშტარია. 

 

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

 

მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X