
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გოგოსაშვილების კუთვნილი, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. ამ დროისათვის, შენობის პირველი სართული დამწვარია. ხანძრის შედეგად, განადგურებულია საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. საცხოვრებელი სახლის პატრონებმა შენობის დატოვება მოასწრეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი, რომლებიც ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლი სწორედ იმ პირს ეკუთვნის, რომელსაც კრიმინალური ავტორიტეტი, მალხაზ ბადუაშვილი სამაცივრე მეურნეობის დაწვაში ადანაშაულებდა.
ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა სოფელ ჩუმლაყში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, 29 მარტს დაწვეს.
მანამდე კი, 25 მარტს, ბადუაშვილის ავტომანაქანას თავს ორი პირი დაესხა.
შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი გარდაიცვალა, მანქანის მესაკუთრე კი, დაიჭრა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















