
მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომ შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნების წინ, საქართველოში დაბრუნდება, GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ეხმაურება.
მისი თქმით, სააკაშვილი 2003 წლის პერიოდში რომ იყო ისეთი აღარაა და მაშინ თუ ახალგაზრდა ქარიზმატული ლიდერი იყო, დღეს კი ერთი “55 წლის ლოთია”, ამიტომ ის საქართველოში ჩამომსვლელი არაა.
“მე რომ მეკითხებით მობილიზება რატომ არ გააკეთე და ქართველები რატომ არ ჩამოიყვანე და სარფი რატომ არ შემოანგრიეო. რომელი ეკითხებით სააკაშვილს, დიდის ამბით რომ მოვაწყვეთ “ერთად სახლში” და რომ ვკრებდით ემიგრანტებს, რატომ არ ჩამოვიდა? უკრაინის პასპორტი რომ ჩაიდო ჯიბეში და რომ ვეკითხები, სახლში როდის მივდივართ-მეთქი. სახლში ვარო, მეო უკრაინელი ვარო. ახლაც დადის და იძახის უკრაინელი ვარო. ან რისი ჩამომსვლელია, ან რისი გამკეთებელია. თქვენ სააკაშვილი ის სააკაშვილი ხომ არ გგონიათ დასაკარგი რომ არაფერი ჰქონდა და მართლა რომ შევარდა პარლამენტში და რევოლუცია რომ მოაწყო. იმას ხომ არ ადარებთ დღევანდელ სააკაშვილს?! ის იყო ახალგაზრდა, ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც ჰქონდა ძალა და რომელსაც ჰქონდა ენერგია და რომელსაც დასაკარგი არაფერი არ ჰქონდა. ახლა დღეს არის ერთი 55 წლის ლოთი, დიახ ბატონო მიხეილ სააკაშვილი არის ლოთი. გული მწყდება ამს რომ ვამბობ, მაგრამ უნდა იცოდეთ”, – ამბობს გიორგი სიგუა.






















