23:21 | 2021-04-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„დღეს ბაჩო ახალაიას წერილი მივიღე“ – ნახეთ, რას წერს ის ციხიდან ეკა ხეხრხეულიძეს

„დღეს ბაჩო ახალაიას წერილი მივიღე“ – ნახეთ, რას წერს ის ციხიდან ეკა ხეხრხეულიძეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წერილს ასაჯაროებს, რომელიც დღეს მიიღო. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„დღეს ბაჩოს წერილი მივიღე. ხომ შეიძლება 9 წლის სამარტოო საკანში გამომწყვდეულმა კაცმა ერთხელ მაინც წაიწუწუნოს მის მიმართ წარმოებულ არნახულ უსამართლომაზე? ან ქვეყნის ბედის გარდა აინტერესებდეს რამე? დიდი წერილიდან ეს ამონარიდი მინდა გაგიზიაროთ და ყველამ საკუთარ თავს ვკითხოთ, როგორი მართლები ვართ მის წინაშე…

….

 

„შიში, შიშზე რას იტყვი, რომელიც დამატებით ბორკილად გვადევს?

 

დღევანდელ ქართველს ხომ რაღაცის აუცილებლად უნდა ეშინოდეს და ეშინია კიდეც არანორმალურად.

 

ვიღაცას ღმერთის თვითგამოცხადებული მოციქულის-მღვდლის ეშინია, ვიღაცას დასავლელი დიპლომატის.. აი, რას იტყვის მღვდელი ერთზე და მეორე დიპლომატზე, ეს არის მთავარი თემა. ორივე ტიპს კი რუსის ეშინია და ხოხავს მის წინაშე. და თურმე კიდევ კადიროვის გვეშინია…

 

აი, გაბუნიამ პუტინს რომ აგინა, მაშინ ის არხი არ მქონდა და სამწუხაროდ, ეს სასიამვნო შოკი არ განმიცდია, მაგრამ შემდეგ დღეებში ოთახში დავდიოდი და ვილანძღებოდი, უკიდურესად დამცირებულად ვგრძნობდი თავს იმის შეტყობით, რომ საქართველომ ისევ შიშით კანკალი დაიწყო, არიქა, ამას რამე არ მოყვესო… როგორ უნდა გრძნობდე ადამიანი თავს, როცა ხედავ შენს ერს, შენს სახელმწიფოს კადიროვის ეშინია. რა უნდა ქნა ამ დროს?

 

მერე რას უშვრება ეს შიში ადამიანებს, ისეთ სასოწარკვეთამდე მიყავს, რომ მიზეზის, ანუ გაბუნიას ჩაქოლვა ხომ ბევრს სრულიად გულწრფელად შეიძლებოდა მოსჩვენებოდა აუცილებელ მსხვერპლშეწირვად?

 

გურიაში გაუჩინარებული  17 წლის გოგონა იპოვნეს
2021-04-21გურიაში გაუჩინარებული 17 წლის გოგონა იპოვნეს

 

არაფრით არ შეიძლება ასეთი დაცემის, ასეთი შიშის რაციონალური ახსნა, რომ არაფერი ვთქვათ გამართლებაზე. განა შიშის გარდა რამე სხვა იკითხება იმ რეაქციებში, რაც ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს ოთხოზორიას და ტატუნაშვილის ტრაგედიებზე?

 

მაცოფებს ის, რომ საზოგადოება სინამდვილეში არასდროს სთხოვს საკუთარ სახელმწიფოს შურისძიებას. რომ იცოდე, სამართლიანი შურისძიება დაღუპული და დაჩაგრული თანამოქალაქეებისთვის არ არის ადვილი საქმე, მაგრამ გარწმუნებ, არც ისეთი ეგზოტიკაა, რომელიც თურმე მხოლოდ ისრაელს უნდა ახასიათებდეს. ჩვენც შეგვიძლია… განსხვავება გენეტიკაში კი არ არის, არამედ ეროვნული ღირსების აღქმაში – ამიტომაც არის ეს ღირსების საქმე.

 

იყო დრო, როცა ანწუხელიძის მკვლელები სამართლიანი შურისძიებისგან სოროებში ვირთხებივით იმალებოდნენ, მათ ნაწილს პასუხი გაეცათ. ცოცხლებს წლები ეშინოდათ მკვდარი ანწუხელიძის და რამდენიმემ ვერც გადაიტანა, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ნებაყოფლობით დაიწყო საქართველომ ისეთი დაცემა, რომ აგერ თვალწინ, ხალხის თვალწინ, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, პოლიციის თვალწინ, დღისით მზისით, ცინიკურად მოკლეს ის საცოდავი ბიჭი.

 

ანწუხელიძის შემთხვევაში დღემდე სირთულედ რჩება იმ წამებაში მონაწილე ყველა პირის დადგენა, ბევრმა ამ ანონიმურობითაც გადაირჩინა თავი, მაგრამ ოთხოზორიას შემთხვევაში ხომ ყველაფერი ხელისგულზეა და როგორ შეიძლება მის მკვლელს სადმე მშვიდად ეძინოს, გინდა მოსკოვში და გინდა ხაბაროვსკში.

 

ყველაზე უფრო მაგიჟებს ის ფაქტი, რომ აგერ ამდენი წელია ვზივარ და ყოველდღე ვუყურებ ტელევიზორს, მთელი ეპოქა გადის და სიტყვა აფხაზეთი არავის არანაირ კონტექსტში არ წამოსცდენია. რა ამ მსმენია ამ ტელევიზორიდან, ვენესუელა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახი გავიცანი, სიტყვა აფხაზეთი კი შეცდომითაც არავის წამოცდენია“, – ვკითხულობთ ახალაიას წერილში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X