
კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველო კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ხვალ, შესაძლოა, უკვე საგანგაშო სიტუაცია დადგეს.
ქვეყანაში უკვე 12 700 ლაბორატორიულად დადასტურებული აქტიური შემთხვევაა. სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტები ერთმანეთს ენაცვლებიან .
გასაწერად მომზადებულს, მომლოდინე ინფიცირებული კლინიკის მიმღებ განყოფილებაში ელოდება. ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი საავადმყოფოების მობილიზაცია დაიწყო.
სპეციალისტები მესამე ტალღის დაჩქარებას, რეგულაციების მოხსნას, საზოგადოების გულგრილობას და საქართველოში იმუნიზაციის დაბალ აქტივობას უკავშირებენ .
ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენას სთხოვს.
ეკატერინე ტიკარაძე აღდგომამდე შეხვდება საქართველოს პატრიარქს და ილია მეორეს მხარდაჭერას პირადად სთხოვს.























