
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივები ხანძრის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვას ასახელებენ.
როგორც “პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ჩაერთო.
(ფოტო არ ასახავს რეალობას)






















