
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას მეუღლე თინათინ ვაშაკიძეა.
ოპოზიციონერის მეუღლის სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ იგი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშია დასაქმებული.
იაგო ხვიჩიამ დეკლარაცია დღეს შეავსო.
დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკოსმა 2015 წელს მემკვიდრეობის სახით მარტვილის სოფელ თამაკონში 2500 კვ.მ უძრავი ქონება მიიღო.
ხოლო, თინათინ ვაშაკიძის საკუთრებაშია 2009 წელს გაბრიელ სალოსის გამზირზე 23 000 $ შეძენილი 45 კვ. მ ბინა და 203,53 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, აჰმედ ჯავადის ქუჩაზე, რომელიც 2018 წელს 30 000 დოლარად იყიდა.
დეკლარაციიდან ჩანს ისიც, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და მის მეუღლეს „მერსედესის“ მარკის ავტომობილები მოსწონთ.
მათ ორივეს MERCEDES-BENZ-ის ფირმის ავტომანქანები ჰყავთ, რომელთა საერთო ღირებულებამ შეძენის პერიოდში 10 500 დოლარი შეადგინა.
დეკლარაციის მიხედვითვე, თინათინ ვაშაკიძემ, 2020 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ანაზღაურების სახით 15240 ლარი მიიღო.






















