17:21 | 2021-04-23 ავტორი: Prime Time

ივლისამდე დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე უნდა ავიდეთ – გამყრელიძე

ივლისამდე დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე უნდა ავიდეთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 35 ათასამდე ადამიანია აცრილი.

 

მისივე თქმით, ამ რიცხვმაც უნდა მოიმატოს და ივლისამდე 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე უნდა ავიდეთ.

 

„პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება, ერთმანეთის გვერდით ყოფნით წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ. დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში აცრილია 35 ათასამდე ადამიანი. გუშინ, 24 საათში, 1600-მდე აიცრა, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჩვენ ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება. მაგრამ ამ რიცხვმაც უნდა მოიმატოს და ივლისამდე უნდა ავიდეთ დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

ავტორი: Prime Time

X